დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

საქართველოში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული დარგია, რომელსაც ხარისხიანი, უგემრიელესი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე თაფლისა და მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტის წარმოების ძალიან ძველი და დიდი ხნის ისტორია აქვს. 2003 წლის მონაცემებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქართული თაფლი მსოფლიოში უძველესია და 5500 წელს ითვლის.

კომპანია „აპიჯეო“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სახეობის ჰომოგენიზერებული თაფლის წარმოებაზე, როგორიცაა: აკაციის, წაბლის, ცაცხვის, ალპური, მდელოს პოლიფლორული, ტყის პოლიფლორული, ოქროწკეპლა და სხვ. ახდენს მის რეალიზაციას საზღვარგარეთ, როგორც საბითუმოდ - 200 ლიტრიანი კასრების მეშვეობით, ასევე საცალოდ - 100 გრამიდან 900 გრამამდე, ქილებში. აგრეთვე, ვახდენთ მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტის წარმოება-რეალიზაციას, როგორიცაა: ფუტკრის შხამი, სადედე რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი, კავკასიური ფუტკრის დედები და სხვ.

კომპანია „აპიჯეოსთვის“ ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამისთვის კომპანიას დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი და გააჩნია პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკუთარი შიდა საწარმო ლაბორატორია, ამასთანავე პროდუქციას ვაგზავნით გერმანიის  Intertek-სა და QSI-ის ლაბორატორიებში, რაც საშუალებას გვაძლევს  ვაკონტროლოთ პროდუქციის ხარისხი და თავი დავიცვათ პროდუქტში მავნე ნივთიერებების მოხვედრის ზეგავლენისგან.

ჩვენთან თანამშრომლობა-თქვენი ჯანმრთელი ცხოვრების გარანტია.

 

კონტაქტი ჩვენს შესახებ